რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ზესტაფონის შემოვლითი გზით გადაადგილებას მაისიდან შეძლებთ – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ზესტაფონის შემოვლითი გზა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი.

უწყების ცნობით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა.

"ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები