რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარების მინისტრი: ჰომოსექსუალობა მე გადახრა მგონია

ჰომოსექსუალობა გადახვევაა და თუ ამ გადახვევას საზოგადოებაში აფიშირება უკეთდება, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ. როცა ეს საკითხი დგება, ჩემი საქმე არ არის, სახლში ვინ რას აკეთებს. უბრალოდ, მე ყოველთვის მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ როდესაც რაღაცის აფიშირება უნდა მოხდეს, რაღაცის პროპაგანდა, წახალისება, რასაკვირველია, აქ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მე გადახრა მგონია ეს. თავის დროზეც, როდესაც მსვლელობა პირველად დაიგეგმა, მაშინვე ვსვამდი შეკითხვას – რა აუცილებელია ამისთვის ქუჩაში გამოსვლა?!

განუცხადა გამოცემა 17 მაისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად

კომენტარები