პუტინის რუსეთი

რუსეთში, მუსიკალური დაჯილდოების მსვლელობისას უკრაინაში მებრძოლი ოკუპანტები დააჯილდოვეს

cdn.ren.tv

29 ნოემბერს მოსკოვში ტრადიციული რუსული მუსიკალური დაჯილდოება Золотой граммофон გაიმართა. შოუს მსვლელობისას წამყვანებმა სცენაზე უკრაინის ომის ორი მონაწილე მიიწვიეს.

სცენაზე ორი სამხედრო ფორმიანი, მოთხილამურის ნიღბიანი გამოწყობილი კაცი ავიდა. თითოეულ მათგანს 1 მილიონი რუბლის ღირებულების სერტიფიკატები გადაეცათ. ოკუპანტები განადგურებული ლეოპარდებისთვის დააჯილდოვეს.

2023 წლის ზაფხულში მუსიკოსი ვლადიმირ კისელიოვი ინიციატივით გამოვიდა, რომ ლეოპარდის ტიპის ტანკების განადგურებისთვის რუსი სამხედროები ფულადი პრემიით დაეჯილდოვებინა. კისელიოვს მალე სხვა პროპაგანდისტი მომღერლები, მათ შორის გრიგორი ლეპსი და ნიკოლაი ბასკოვი შეუერთდნენ. 

კისელიოვმა, რომელიც Золотой граммофон-ის ერთ-ერთი წამყვანი იყო, რუსულ არმიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა სხვა არტისტებსაც, მათ შორის ოლეგ გაზმანოვსა და იგორ კრუტოის. 

"ისინი ღირსეული არტისტები არიან, და იმედი მაქვს, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც შეუერთდებიან ინიციატივას და "მომლოდინეთა" კატეგორიიდან სიცოცხლის ნათელ მხარეზე გადავლენ". - თქვა დაჯილდოებაზე კისელიოვმა.

კომენტარები