რუსეთი

რუსეთმა "LGBT მოძრაობა" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა

სანქტ-პეტერბურგი, 1 მაისი
news.sky.com/

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ "საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა LGBT" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა.

"სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს: საერთაშორისო საზოგადოებრივიო მოძრაობა LGBT აღიარებულ იქნეს ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აიკრძალოს მისი მოღვაწეობა რუსეთში". – თქვა მოსამართლემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება "დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს".

LGBT-ის "საერთაშორისო მოძრაობის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ სარჩელი სასამართლოში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა.

РИА Новости-ს ინფორმაციით, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მასში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ხოლო "მოპასუხე მხარე" სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა. 

კანონის ფარგლებში აიკრძალება LGBT თემის აქტივიზმი და ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ LGBT თემს წარმოადგენს და მის ინტერესებს იცავს.

Reuters TV-სთან ინტერვიუში ერთ-ერთმა რუსმა LGBT აქტივისტმა ალექსეი სერგეიევმა თქვა, რომ რუსეთში LGBT თემისთვის ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. მისივე თქმით, ამ კანონის შედეგად ნებისმიერი ტიპის საჯარო LGBT შეხვედრები აიკრძალება, მათ შორის ისეთებიც, "სადაც შეგიძლია უბრალოდ დაჯდე და ჩაი დალიო". 

კომენტარები