აშშ

აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პირველი ლედი როზალინ კარტერი, 1993
The Carter Center

ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მეუღლე, აშშ-ს 41-ე პირველი ლედი როზალინ კარტერი დღეს, 19 ნოემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ჯიმი და როზალინ კარტერების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "კარტერის ცენტრი" ავრცელებს.

17 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ როზალინ კარტერი ჯორჯიის ქალაქ პლეინსის ჰოსპისში გადაიყვანეს. კარტერის ცენტრმა მაისში განაცხადა, რომ ჯიმი კარტერის მეუღლეს დემენცია აქვს.

აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელიც 99 წლისაა, სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ჰოსპისში თებერვლიდან იმყოფება. იგი აშშ-ს პრეზიდენტების ისტორიაში ყველაზე დიდხანს მცხოვრები პრეზიდენტია.

კომენტარები