რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: შევაჩერეთ უკრაინული გადმოსხმის მცდელობა, განადგურებულია 2 ნავი და 11 ჯარისკაცი

RBC

ხერსონის ოკუპირებული ნაწილის რუსული ადმინისტრაციის თქმით სამხედროებმა უკრაინული სპეცოპერაცია შეაჩერეს.

"ხერსონის მიმართულებით მეტოქის კუნძულ ბოლშოი პოტიომკინზე გადმოსხმის მცდელობა შეჩერებულია". – მედიასთან ინტერვიუში ამბობს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

ადმინისტრაციის თქმით საარტილერიო შეტევის შედეგად განადგურებულია 2 უკრაინული ნავი და 11 ჯარისკაცი.

კომენტარები