რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

19 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20 აფრენილი რუსული დრონიდან 15 გაანადგურა.

"19 ნოემბრის ღამეს მტერმა კვლავ მიიტანა იერიში ჩვენს ქვეყანაზე Shahed 136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. განადგურებულია 20-დან 15 დრონი". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.

საჰაერო ძალების განცხადებით სულ გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 71 საჰაერო იერიში მიიტანეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები