რუსეთი

ციმბირელ კაცს რუსეთის სასამართლომ სტალინის კრიტიკისთვის 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ იგორ ორლოვსკის სოციალურ ქსელში სტალინის კრიტიკის გამო 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

წარმოშობით ციმბირელმა კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "სტალინი ისეთივე აგრესორი იყო, როგორიც ჰიტლერი". ამ პოსტის გამო, სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო "ნაციზმის რეაბილიტაციაში". 

მიმდინარე წლის მარტში ორლოვსკი ასევე გაასამართლეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე "ყალბი ინფორმაციის" გავრცელების ბრალდებით. ორლიოვსკიმ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა და დაწერა, რომ რუსი სამხედროები ანადგურებენ უკრაინულ ქალაქებს.

კომენტარები