საფრანგეთი-სომხეთი

ფრანგული მედია: საფრანგეთმა სომხეთს უკრაინისთვის გასაგზავნი სამხედრო ტექნიკა გადასცა

The Prime Minister of Republic of Armenia

ფრანგულმა მედიამ - Ouest France-მა გაავრცელა ინფორმაცია საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესახებ, რომელიც განსაზღვრული იყო, რომ უკრაინისთვის უნდა გადაეცათ. როგორც ცნობილია, სომხეთს გადასცეს სამხედრო კომპანია Arquus-ის მიერ წარმოებული Bastion-ის მოდელის სამხედრო ტექნიკა. 

ეს საფრანგეთის მიერ სომხეთისადმი გადაცემული სამხედრო შეიარაღების პირველი პაკეტია. Ouest France-ის ცნობით, მალევე საფრანგეთიდან სომხეთისკენ გაიგზავნება 50 ერთეული VAB MK3-ის ტიპის სამხედრო ტექნიკა. 

მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის შემდგომ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სომხეთში იმყოფებოდა, სადაც ის თავის კოლეგებს შეხვდა. სომხეთი და საფრანგეთი სამომავლოდ სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანმა სომხეთსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა და დაახლოება დაგმო. 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: ვიკვლევთ სომხეთის თავდაცვის საჭიროებებს

კომენტარები