საფრანგეთი-სომხეთი

საფრანგეთი სომხეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის

PHOTOLURE / VIA REUTERS

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა სომხეთს სტუმრობდა და საფრანგეთსა და სომხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საფრანგეთი დაიწყებს სომხეთთან თანამშრომლობას სამხედრო შეიარაღების მიწოდების მიმართულებით. 

"შეთანხმება შედგა, რომ საფრანგეთი დადებს კონტრაქტებს სომხეთთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს სომხებს მივაწოდოთ სამხედრო შეიარაღება მათი თავდაცვისთვის" - თქვა კატრინ კოლონამ. 

საფრანგეთის უმაღლეს დიპლომატს შეთანხმების შესახებ სხვა დეტალი არ გაუვრცელებია. 

კატრინ კოლონა ასევე დაჭრილ და დამწვარ სომეხ დაზარალებულებს შეხვდა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის გზაზე ბენზინგასამართი სადგურის აფეთქებისას დაზიანდნენ და ახლა ერევანში მკურნალობენ. 

საფრანგეთში ერთ-ერთი უდიდესი სომხური დიასპორა ცხოვრობს. საფრანგეთი ათწლეულების მანძილზე სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მედიატორის როლს ასრულებდა. 

"მე მეამაყება, რომ ჩემი ქვეყანა თქვენი უახლოესი და შესაძლოა ყველაზე ერთგული მეგობარია" - თქვა კატრინ კოლონამ ჟურნალისტებთან. 

კომენტარები