რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს

ოლაფ შოლცის X-ის (ყოფილი Twitter-ის) ოფიციალური გვერდი

გერმანიის მმართველი კოალიციის გადაწყვეტილებით, შემდეგ წელს უკრაინისადმი სამხედრო დახმარება $8.5 მილიარდამდე გაიზრდება.

თუკი გერმანიის პარლამენტი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს, გერმანიის თავდაცვის ხარჯი შემდეგ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1%-ი იქნება, რაც აღემატება NATO-ს მოთხოვნას, წევრმა ქვეყნებმა ყოველ წელს თავდაცვაზე მშპ-ს 2% დახარჯონ. ამ წლის აგვისტოში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია არ აპირებდა NATO-ს მხრიდან თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ბუნდესტაგის კომიტეტში ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულა.

მანამდე გამოცემა Bild am Sonntag-მა გაავრცელა ცნობა, რომ გერმანია თავდაცვის ბიუჯეტის €4 მილიარდით გაზრდას აპირებდა.

2023 წლის 31 ივლისის მონაცემებით, გერმანიის მიერ უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარება $18.9 მილიარდს შეადგენს.

კომენტარები