ევროკავშირი-საქართველო

სენატის საგარეო კომიტეტი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის ფარგლებშიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აშშ-ს საელჩოც გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის მიღებას ულოცავს და წერია, რომ აშშ-ს საქართველოს "ევროპული მომავლის სჯერა".

კომენტარები