შერონ სტოუნი

"პენისი სახესთან მომიტანა" – შერონ სტოუნი სექსუალური შევიწროების ამბავს იხსენებს

შერონ სტოუნი
Marco Piraccini/Getty Image

შერონ სტოუნმა 1980-იან წლებში მომხდარი სექსუალური შევიწროების ამბავი გაიხსენა.

მსახიობის თქმით პირველად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი კინოკომპანია Sony-ს შეხვედრაზე გახდა, როდესაც იმ დროინდელი კომპანიის ერთ-ერთმა უფროსმა, ვის სახელსაც სტოუნი არ ასახელებს პენისი უჩვენა.

"80-იანებში მის ოფისში მივედი, ოთახში დაბალი ტახტი იდგა, მოუხერხებელი იყო დასაჯდომად, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ვარ ჯდომისას მუხლები და კისერი ერთ სიმაღლეზე მქონდა. თვითონ ოფისში ბოლთას სცემდა. მერე მითხრა: "შენზე რასაც ამბობდნენ სიმართლე ყოფილა, შენ ყველაზე ლამაზი ხარ, შენი მსგავსი წლებია არავინ გვყოლია, ყველა შენზე ლაპარაკობს". მერე კი მომიახლოვდა, შარვლიდან პენისი ამოიღო და სახესთან მომიტანა. ავტირდი და თან ისტერიული სიცილი ამიტყდა, ვერ ვჩერდებოდი, ისიც ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა. შარვალი შეიკრა და კარიდან გავიდა. იქ ვიჯექი მარტო, სანამ მისმა მდივანმა არ მომაკითხა და გასასვლელისკენ გამაცილა". – ამბობს სტოუნი კელი რიპას პოდკასტში.

წარსულში კითხვაზე ყოფილა თუ არა შერონ სტოუნი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მსახიობმა ასე უპასუხა:

"მე ამ საქმეში 40 წელზე მეტია ვარ. წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა ამ სფეროში როდესაც კარიერას ვიწყებდი? მე არავინ დამიცვა, ყველაფერი მაქვს ნანახი". 

2021 წელს სტოუნმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ ბავშვობაში ბაბუა მასზე სექსუალურად ძალადობდა.

კომენტარები