შერონ სტოუნი

შერონ სტოუნი: გადასაღებ მოედანზე არ ვიმუშავებ, თუ ყველა აცრილი არ იქნება

შერონ სტოუნის თქმით, ის არც ერთი ფილმის და სერიალის გადასაღებ მოედანზე მუშაობას არ აპირებს, სანამ ყველა თანამშრომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იქნება.

მსახიობს სერიალ Atlanta-ში შესთავაზეს მონაწილეობის მიღება, თუმცა, მისი თქმით, ის როლს არ დათანხმდება მანამ, სანამ გარანტიებს არ მიიღებს, რომ ყველა აცრილი იქნება.

"წავალ თუ არა გადასაღებ მოედანზე სამუშაოდ, სანამ ყველა აცრილი არ იქნება? არა. მემუქრებიან თუ არა, რომ სამსახურს დავკარგავ? კი. დავკარგავ თუ არა ვინმეს აუცრელობის შემთხვევაში? დიახ". - თქვა შერონ სტოუნმა.

მსახიობმა ამის თაობაზე მას შემდეგ ილაპარაკა, რაც გამოცემა Deadline-ის ცნობით, ცნობილი გახდა, რომ Netflix-ი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მდებარე გადასაღებ მოედნებზე აუცრელ თანამშრომლებს არ დაუშვებს.

კომენტარები