შერონ სტოუნი

შერონ სტოუნი: ბავშვობაში ბაბუაჩემი ჩემზე სექსუალურად ძალადობდა

US Wall Post

ახლო წარსულში შერონ სტოუნმა ავტობიოგრაფიული წიგნი The Beauty of Living Twice გამოაქვეყნა. ერთერთ თავში მსახიობი წერს, რომ ბავშვობაში მასზე ბაბუა სექსუალურად ძალადობდა.

"ამაზე ოჯახს გარეთ არავისთან მილაპარაკია. დასთან ერთად დედას ვესაუბრეთ, თავდაპირველად ამ ამბის გახმაურების სასტიკი წინააღმდეგი იყო. მოგვიანებით ჩემმა დამ გამბედაობა მოიკრიბა და სტუმრად მყოფი დედაჩემი საბოლოოდ დაითანხმა. დასრულებული წიგნი პირველ რიგში დედაჩემს გავაცანი, სამი დღის განმავლობაში ვუკითხავდი. მისი შენიშვნები გავითვალისწინე და წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი შევცვალე. სწორედ ამიტომ ეძღვნება წიგნი დედაჩემს". – ამბობს მსახიობი.

ავტორი მკითხველს ბავშვობის კიდევ რამდენიმე რთულ მოგონებას უზიარებს. იხსენებს, როგორ მიიღო კისრის მძიმე ტრავმა, რომელიც დღემდე აწუხებს, რამდენად რთული იყო აღმზრდელი ბიძის გარდაცვალებასთან შეგუება. თავებში, რომლებიც ჰოლივუდს ეძღვნება, სტოუნი იმ რამდენიმე პროდიუსერსა და რეჟისორს აკრიტიკებს, რომლებთანაც მუშაობა უსიამოვნო აღმოჩნდა.

 

კომენტარები