გაერთიანებული სამეფო

მეფე ჩარლზ III-მ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის სხდომა პირველად გახსნა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა
LEON NEAL/POOL/AFP via Getty Images

7 ნოემბერს გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ ტრადიციულად პარლამენტის სხდომა გახსნა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ეს ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ცერემონიული დატვირთვის მქონე მეფის სიტყვა კაცმა მონარქმა წაიკითხა.

მეფის სიტყვა მთავრობის მიერ არის შედგენილი და სამოქმედო გეგმის ფარგლებში 21 საკანონმდებლო აქტს მოიცავს. ყველაზე დიდი ყურადღება ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვების, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულებზე გამკაცრებული სასჯელისა და ისრაელისთვის მხარდაჭერის საკითხებს დაეთმო.

მომავალი 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მეფის სიტყვა სუნაკისთვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რათა მისი მთავრობის დღის წესრიგი განსაზღვროს.

კომენტარები