28 ოქტომბრის ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Іскандери-ს ტიპის 4 რუსული რაკეტიდან 3 გაანადგურეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსებმა არტილერიით ნიკოპოლის რაიონის მარგანეცის თემზე იერიში ორჯერ მიიტანეს, ხოლო ადგილობრივ სოფლებს ჭურვები ესროლეს.
"ამან [შეტევამ] სიკვდილისა და დაზიანებების გარეშე ჩაიარა". - თქვა ლისაკმა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, რაკეტები რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.