ევროკავშირის მიერ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად შემუშავებული დირექტივა 2025 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივდება.
ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური X გვერდი ავრცელებს.
"მიღებულია. ევროკავშირის საბჭო დროებით დახმარებას 2025 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივებს.
დახმარება ნებას რთავს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ისარგებლონ ისეთი უფლებებით, როგორებიც არის: ცხოვრების უფლება, წვდომა შრომით ბაზარზე, სამედიცინო დახმარება და ბავშვთა განათლება". – წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
აქამდე ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარება 2024 წლის 5 მარტამდე იყო ძალაში.