NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
უკრაინელი ლტოლვილები

მინისტრი უკრაინელ ლტოლვილებზე: ზუსტად იმდენს ვაძლევთ, რამდენსაც ჩვენს დევნილებს

ორშაბათი, 1 აგვისტო, 2022 - 15:15
Natia Letodiani/facebook
tbl.ge/63fv
დაკოპირდა

დღეიდან, პირველი აგვისტოდან დასრულდა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. თბილისსა და აჭარაში უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებიდან ქუჩაში უშვებენ, რადგან მათი დაბინავების საფასურს მთავრობა აღარ იხდის.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობა თითოეულ ლტოლვილ ოჯახს 300 ლარით დაეხმარება, ასევე, ოჯახის თითოეულ წევრს, დამატებით - 45 ლარით. მინისტრის მტკიცებით, მათ ამ კუთხით ყველა ქვეყნის პრაქტიკა შეისწავლეს.

"მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითი ვნახეთ. ასევე, ჩვენ შემთხვევაში, როც ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემაულე, მნიშვნელოვანია, ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან. აქედან გამომდინარე, ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის, და ზუსტად მათთვისაც ის თანხებია განსაზღვრული, რასაც ვაძლევთ ოჯახებს ბინის საქირავებლად და ასევე ის 45-ლარიანი დახმარება, რასაც თითოეულ ჩვენს დევნილს ვაძლევთ ყოველთვიურად.

აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემაში გადაყვანა მიზანშშეუწონელია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს.

დღეიდან უკვე სასტუმროებიდან ლტოლვილების დიდი ნაწილი გამოვიდა, მათ უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება, ჩვენი დევნილთა სააგენტოს თანამშრომლები დადიოდნენ სამი კვირის განმავლობაში ადგილზე იმ 40  სასტუმროში და ყველა ლტოლვილს, რომელიც აღრიცხეს და რომელმაც შესაბამისი განაცხადები შეავსო, გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ შესაბამისი დახმარება. სპეკულაციები, თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ასე არ არის. ასევე ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონში, ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები, სადაც შეიძლება ქირაობა და შეთავაზებებსაც უკეთებენ" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

უკრაინელი ლტოლვილებიზურაბ აზარაშვილიჯანდაცვის სამინისტრო

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2023 - 11:21ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დახმარება 2025 წლამდე გაახანგრძლივა
  • ორშაბათი, 12 დეკემბერი, 2022 - 18:35დუდა: პოლონეთმა და გერმანიამ EU-ს უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით დახმარება უნდა სთხოვონ
  • ორშაბათი, 1 აგვისტო, 2022 - 23:00კალაძე ლტოლვილებზე: თავისუფლად შეუძლიათ ბინის ქირაობა, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა
  • ორშაბათი, 1 აგვისტო, 2022 - 17:58კობახიძე უკრაინელ ლტოლვილებზე: უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა გარკვეული ტიპის დახმარება
  • შაბათი, 7 მაისი, 2022 - 12:58მთავრობის დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელებს 6 მაისიდან ფართის დაცლა მოსთხოვეს – ლომჯარია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕