რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BUILD: რუსეთმა ავდიივკასთან 60-მდე ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა

Ria Novosty

გამოცემა Build-ის სამხედრო ანალიტიკოსის, იულიან რიოპკეს თქმით რუსეთმა ავდიივკასთან 60 ერთეულამდე ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა.

რიოპკეს აზრით რუსები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ და ავდიივკაზე შეტევა 100 ბრონირებული მანქანით დაიწყეს. ოკუპანტების კოლონა უკრაინული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოყვა, შედეგად განადგურებულია ტექნიკის დიდი ნაწილი და მოკლულია 200-დე ჯარისკაცი.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით რუსეთი კიდევ ეცდება ქალაქის ალყაში მოგცევას და შესაძლოა ბახმუტის ბედი გაიზიაროს.

ბოლო დღეებში ქალაქ ავდიივკასთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელების თავდაცვის პოზიციების გარღვევას ცდილობენ. აქტიურად გამოიყენება ჯავშანტექნიკა.

კომენტარები