რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12-დან 11 დრონი და 6-დან 2 რაკეტა ჩამოაგდეს

Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და უკრაინელი სამხედროები
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანა.

თავდასხმისთვის მათ ირანული შაჰედის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 რაკეტა გამოიყენეს. უკრაინის ჰაერსაწინააღმეგო თავდაცვამ შეძლო 2 რაკეტისა და 11 დრონის ჩამოგდება.

იერიშების სამიზნე უკრაინის სამხრეთისა და აღმოსავლეთის რეგიონები იყო. ერთ-ერთი რაკეტა ჩამოვარდა დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ამასთან, რუსები თავს დაეხსნენ კიროვგრადსაც. კიროვგრადის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრიი რაიკოვიჩის თქმით, თავდასხმისას მოქმედებდა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები (ჰსთ), რომლებმაც რაკეტების ნაწილი მოიგერიეს, თუმცა რუსეთის მხრიდან ერთი წარმატებული დარტყმაც დაფიქსირდა.

მანვე დაამატა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. დარტყმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები