აშშ

კალიფორნიაში მცხოვრებმა პირმა ლატარიაში $1.77 მილიარდი მოიგო

კალიფორნიაში მცხოვრებმა ლატარიაში $1.77 მილიარდი მოიგო. ლატარიის საიტის მიხედვით, მოგებული თანხის რაოდენობით, ისტორიაში ეს მეორე ყველაზე მსხვილი მოგებაა.

მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის პირს, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში, კალიფორნიის გათამაშებაში $2.04 მილიარდი მოიგო.

ბილეთის მფლობელს, რომლის იდენტობა ანონიმურად რჩება, აქვს არჩევანი, ერთიანად მიიღოს $774.1 მილიონი, ან $1.77 მილიარდი გადაუნაწილდეს 30 წელზე.

 

 

კომენტარები