ავტოსაგზაო შემთხვევა

გარდაიცვალა 15 წლის გოგო, რომელსაც 1 კვირის წინ მანქანა დაეჯახა

15 წლის ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი
Facebook

15 წლის ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაახლოებით 1 კვირის წინ მას მანქანა დაეჯახა, როცა მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა.

სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი 15 წლის გოგოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ მძღოლი ნასვამი იყო. 

"ეს ანგელოზი ბავშვი შეიწირა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, რომელმაც საგზაო წესების დარღვევის შედეგად, ასე გადაწყვიტა 15 წლის მარიშას ბედი..." - წერს ჯეომოდელსი. 

მანქანის მძღოლი დაკავებულია. 

კომენტარები