ევროკავშირი-საქართველო

კარაბალისი: ჩვენ საქართველოში იქამდე დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება

ათ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენი ყოფნა ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში. 

თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში. იმის მიუხედავად, რომ ომს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, აქამდე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების საკითხის გაუარესება არ დაფიქსირებულა. სიტუაცია მყიფე რჩება და ჩვენ ეს შედარებით სტაბილურობად არ უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება, სიტუაცია სწრაფად შეიცვალოს, რაც მეზობელ ქვეყნებში უკვე ვნახეთ.

კვლავ ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგული, რაც ადგილობრივების ცხოვრებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ჩვენ საქართველოში იქამდე დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება.

თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტიროს კარაბალისმა.

კომენტარები