რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 30 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 30 ირანული წარმოების Shahed 136/131-ის ტიპის დრონიდან 16 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩერკასის გუბერნატორი, იჰორ ტაბურეტსი Telegram-ზე წერს, რომ დრონები სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოასვლეთიდან და ჩრდილოეთიდან გაუშვეს. 

"ღამით, მტერმა დრონებით მსხვილი იერიში მიიტანა ჩერკასის რეგიონზე. სამწუხაროდ, დაზიანდა ქალაქ უმანის ინდუსტრიული ინფრასტურქტურა". – წერს ტაბურეტსი.

კომენტარები