კრიმინალი

"მძინარე მამას თავში ესროლა" — პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

უწყება წერს, რომ დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 109-ე მუხლის "ე" და "კ" ქვეპუნქტებით [განზარახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ] წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა". - წერს პროკურატურა განცხადებაში.

მათივე ცნობით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები