კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი აგარაკზე დამალა

სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას - 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო” - აცხადებს შსს.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს

კომენტარები