კრიმინალი

"არასრულწლოვნის პორნოგრაფიას იღებდა და ავრცელებდა" - პირს 10 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ "ტელეგრამში“ სხვადასხვა პირებისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით "ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა და გავრცელება) წარედგინა" - აცხადებს პროკურატურა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები