უზბეკეთი

შვეიცარია უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილს კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში სდებს ბრალს

REUTERS/Shamil Zhumatov/File Photo

28 სექტემბერს შვეიცარიის ფედერალურმა პროკურორმა თქვა, რომ სასამართლოში უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ქალიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

შვეიცარიის პროკურატურის ცნობით, ისლამ კარიმოვის ქალიშვილი, გულნარა კარიმოვა თავისი კომპანიის დახმარებით კორუფციაში იყო ჩართული და მილიონობით დოლარს მათი "კლიენტების" სასარგებლოდ ხელისუფლების მოქრთამვაში ხარჯავდა. გულნარა კარიმოვას კრიმინალური ორგანიზაციის სახელწოდებაა "The Office".

ბრალდებების მიხედვით, გულნარა კარიმოვას კომპანია დამკვეთებისგან მიღებულ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში, უსაფრთხო ანგარიშებზე ათავსებდა, რის შემდეგაც ამ ფულს შვეიცარიაში ქრთამებისთვის იყენებდნენ. 

ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1991 წლიდან 2016 წლამდე მართავდა. 

გულნარა კარიმოვა შვეიცარიის ფედერალური პროკურორის ბრალდებებს უარყოფს. კარიმოვა 2008-2017 წლებში უზბეკეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო გაეროში. 2019 წლიდან დღემდე ის მშობლიურ უზბეკეთში, ციხეში იმყოფება შინა პატიმრობის წესების დარღვევისთვის, რომელიც 2015 წელს ბიუჯეტის გაფლანგვისა და ფულის გამოძალვის საქმეებზე მიესაჯა. 

გულნარა კარიმოვას შვეიცარიელი ადვოკატის თქმით, ის იბრძოლებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. 

კომენტარები