უზბეკეთი

უზბეკეთში საზოგადოებრივ ადგილას სახის დაფარვისთვის მოქალაქეებს დააჯარიმებენ

Orda.kz

უზბეკეთში 1 ნოემბრიდან სახის დაფარვისთვის მოქალაქეებს დააჯარიმებენ. ინფორმაციას ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ისეთი დაფარვისთვის, რომელიც შეუძლებელს ხდის პიროვნების იდენტიფიცირებას დასჯადი იქნება ჯარიმით". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ჯარიმის ოდენობა 3.3-4.95 მილიონი უზბეკურ სუმს შეადგენს, რაც 270-400 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.

ახალი კანონი არ ვრცელდება პროფესიულ უნიფორმებზე, რომელთა ტარების დროს სახის დაფარვა აუცილებელია.

ასევე ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება პირს, რომელიც ორ ან მეტ პარტნიორთან იქნება სამოქალაქო ქორწინებაში.

კომენტარები