რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერგეი შოიგუს თქმით უკრაინასთან ომი 2025 წლამდე გაგრძელდება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გენერალიტეტთან შეხვედრისას ივარაუდა რომ უკრაინასთან ომი 2025 წლამდე გაგრძელდება

შოიგუს თქმით რუსული ჯარი "აგრძელებს საბრძოლო ძალის ზრდას", რასაც ხელს უწყობს "თანამედროვე შეიარაღება და სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით სამხედროების გადამზადება". თავდაცვის მინისტრის აზრით ამ პირობებში, დასახული მიზნების მიღწევა 2025 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 26 სექტემბერს საგანგებო სამხედრო თათბირი ჩაატარა, რომელზეც უკრაინაში ომის მსვლელობის შესახებ გენერალიტეტთან ილაპარაკა

კომენტარები