საფრანგეთი-სომხეთი

საფრანგეთი სომხეთში სამხედრო ატაშეს გააგზავნის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში გამართული ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 28 აგვისტო.
TERESA SUAREZ/Pool via REUTERS

სომხური მედიის ცნობით, საფრანგეთი ერევანის საელჩოში სამხედრო ატაშეს გააგზავნის და ქალაქ სიუნიკში საკონსულოს გახსნის. სიუნიკი სომხეთის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. 

ასევე, საფრანგეთი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ხალხის დასახმარებლად 7 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ საფრანგეთის პარლამენტში ისაუბრა.

კატრინ კოლონამ ასევე ახსენა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სომხეთის მთავარი მოკავშირე საფრანგეთია და ყველა საერთაშორისო ინიციატივა სომხეთის დასახმარებლად სომხეთს ეკუთვნის. 

"სადამკვირვებლო მისია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან საფრანგეთის ინიციატივით ჩამოყალიბდა, იგივე შემიძლია ვთქვა ჰუმანიტარულ დახმარებაზე. 2023 წლის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის სომეხი ხალხის დასახმარებლად 5 მილიონი ევრო გამოყო. ვითვალისწინებ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და დახმარებას 7 მილიონი ევროთი გავზრდი" - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ.

კომენტარები