რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დანილოვი: უკრაინა ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა ATACMS-ის ტიპის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. 

"ჩვენ არ გამოვიყენებთ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ჩვენ პარტნიორებთან შესაბამისი შეთანხმება გვაქვს". - თქვა დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს უკრაინა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად გამოიყენებს.


ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს მცირე რაოდენობით შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემს.

კომენტარები