რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NBC: ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპი რაკეტებს გადასცემენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს მცირე რაოდენობით შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემს.

ინფორმაციას ტელეკომპანია NBC სამ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და კონგრესის ერთ თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს უკრაინა შეიარაღებას და როდის გახდება ეს ინფორმაცია საჯარო.

უკრაინის ხელისუფლება ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემას არაერთი თვეა ითხოვს. ამ ტიპის რაკეტების გასროლა HIMARS-ის სისტემას შეუძლია, რომელიც აშშ-მ უკრაინას 2022 წელს მიაწოდა. მათი მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია.

კომენტარები