რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელების თავდასხმის გამო კურსკში ქალაქის დღის ღონისძიება ჩაიშალა

Kursk  
TASS

კურსკში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო ფეიერვერკების ჩვენება გაუქმდა

კურსკის ხელისუფლებამ გააუქმა ქალაქის დღის პატივსაცემად დაგეგმილი ფეიერვერკების შოუ. თავდაპირველად, ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მხოლოდ სახლის სახურავები დაზიანდა და სადღესასწაულო ღონისძიებები არ გაუქმდებოდა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო რუსები სადღესასწაულო ფეიერვერკის გარეშე დარჩებიან.

”ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გადავწყვიტე გავაუქმო ფეიერვერკების წარმოდგენა ქალაქის დღის პატივსაცემად. ვფიქრობ, მოსახლეობის სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ეს გონივრული ნაბიჯი იქნება.”- ამბობს კურსკის მერი იგორ კუცაკი.



24 სექტემბერს ქალაქ კურსკის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს. "კურსკში უკრაინული დრონი ცენტრალურ ოლქში ადმინისტრაციულ შენობას დაესხა თავს. სახურავი ოდნავ დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მივიდნენ". - წერს სტაროვოიტი
 

კომენტარები