რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ კურსკის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში დრონით მიიტანა – სტაროვოიტი

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

24 სექტემბერს ქალაქ კურსკის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

"კურსკში უკრაინული დრონი ცენტრალურ ოლქში ადმინისტრაციულ შენობას დაესხა თავს. სახურავი ოდნავ დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მივიდნენ". - წერს სტაროვოიტი.

ამ დროისთვის თავდასხმის დეტალებზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. 

კომენტარები