რუსული საწვავი

ბრიტანული დაზვერვა: რუსული "საწვავის კრიზისი" სხვა ქვეყნებზეც იმოქმედებს

ბენზინგასამართი სადგური
RBC

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. დაზვერვის შეფასებით, რუსეთში არსებული მდგომარეობა გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს

როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში არსებული ვითარება ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი შედეგი  იყოს. 

დაზვერვის შეფასებით, Საწვავის კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შენახვის ხარჯები და ხელსაყრელი საექსპორტო ფასებია.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, 21 სექტემბერს შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა იმპორტი შეაჩერა. ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვებს გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, რომლებიც საწვავის მხრივ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. 


ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შეეხება საქართველოსაც, სადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ყველაზე დიდი, 81%-იანი წილი რუსეთზე მოდიოდა

კომენტარები