რუსული საწვავი

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტი განაახლა

რუსეთის ხელისუფლებამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დიზელის ექსპორტის განახლების გადაწყვეტილება მიიღო

კრემლის განცხადებით, ახალი გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ პორტებში მილსადენით მიწოდებული საწვავის ექსპორტს, იმ პირობით, რომ წარმოებული პროდუქტის მაქსიმუმ 50% გავა ექსპორტზე, დანარჩენი კი შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამავე განცხადებით ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის პარალელურად, მიმწოდებლებს დამატებითი ე.წ. "დამცავი მოსაკრებელი" დაუწესა, 1 ტონა საწვავზე 495.6$-ის ოდენობით. ოფიციალური განცხადების მიხედვით, დამატებითი მოსაკრებლის მიზანი ე.წ "ნაცრისფერი ექსპორტის", ნავთობის უნებართვო გაყიდვის თავიდან აცილებაა. 

მოსკოვმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვა სამხრეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმში ბენზინისა და დიზელის მიწოდების დეფიციტის გამოვლენის შემდეგ, 21 სექტემბერს დააწესა. შიდა ბაზრის დასტაბილურების მიზნით ბენზინსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვა ძალაში დარჩება.

კომენტარები