რუსული საწვავი

რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი დროებით აკრძალა. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით მოსავლის აღების პერიოდთან დაკავშირებით ფასების სტაბილიზაციისთვის მიიღო.

ბენზინისა და დიზელის მიწოდების დეფიციტი გამოვლინდა სამხრეთის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, მათ შორის, აკრძალვა არ შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო რესპუბლიკებს.

ამავდროულად, დროებითი აკრძალვა შეეხება საქართველოსაც, სადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ყველაზე დიდი, 81%-იანი წილი რუსეთზე მოდიოდა.

კომენტარები