რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დრონების ჩამოგდების შემდეგ მიკოლაივის ოლქში ხანძარი გაჩნდა – ვიტალი კიმი

VOLYNNEWS

23 სექტემბერს მიკოლაივის ოლქში რუსული დრონების ჩამოგდების შემდეგ ხანძარი 2 ადგილას გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. 

კერძოდ, ბაშტანის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ორი რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის, "ორლან-10"-ის განადგურების შედეგად, ნამსხვრევების ჩამოვარდნამ მშრალ ბალახსა და ბუჩქებში ხანძარი გამოიწვია.

ამავე ინფორმაციით, ხანძარი დროულად ჩააქრეს, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები