რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Spiegel: უკრაინამ 10 გერმანული ტანკი ცუდი მდგომარეობის გამო არ მიიღო

VIA FLICKR

გერმანული მედია Spiegel-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ უკრაინამ უარი თქვა 10 გერმანული Leopard 1 ტიპის ტანკის მიღებაზე, ტანკების ცუდი მდგომარეობის გამო. 

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კიევი დაუკავშირდა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს და აცნობა, რომ გერმანული Leopard 1 ტიპის ტანკები, რომლებიც ჯერ პოლონეთში ჩავიდა ცუდ მდგომარეობაშია და მასშტაბური შეკეთება სჭირდება. 

პოლონეთში ჩავიდა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც ასევე დაადასტურეს, რომ ტანკები წვრთნების შემდეგ მართლაც საჭიროებდნენ შეკეთებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტულად ამ შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები