გიორგი ვაშაძე სისხლიანი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. თქვენ ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წარმომადგენელი იყო, რომელიც საქართველოში მოქმედებდა. ვაშაძე იყო იმ კაცის მოადგილე, ვინც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისა და ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. ახლა კი რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის, შემდეგ არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. მე როგორც ვიცი, გიორგი ვაშაძეც და ზოგიერთი მისი მეგობარიც გაილახა. ეს ძალიან ცუდია, კარგი არ არის. მაგრამ, ამდენი თვის განმავლობაში ამას ითხოვენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ და ასეთი პროცესები წავიდეს.
ჩხუბი პარლამენტში
კობახიძე პარლამენტში ჩხუბზე: როგორც ვიცი, გიორგი ვაშაძე და ზოგიერთი მისი მეგობარი გაილახა
tbl.ge/6igi
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ მთავრობის წარმომადგენლებს რუსეთის აგენტები უწოდა, მმართველი გუნდის დეპუტატები გიორგი ვაშაძესა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძეგიორგი ვაშაძესაპარლამენტო ოპოზიციასაქართველოს პარლამენტიჩხუბი პარლამენტში
ამავე თემაზე
- ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს
- გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
- ცოტნე ივანიშვილი: ცუდი სანახავი იყო, შეკითხვას მიჩენს - რა მიზანი ჰქონდა გახარიას პარტიას
- გახარია საქართველოსთვის 26 ივნისს პარლამენტში მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



