პარლამენტში ჩხუბი

პარლამენტში მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

დღეს, 20 სექტემბერს ირაკლი კობახიძის ტრიბუნასთან ყოფნისას ოპოზიცია მასთან მივიდა კითხვით, თუ რატომ არ უშვებდნენ მათ სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის სიტუაცია დაიძაბა.

მაშინ, როცა ანა წითლიძე მთავრობისა და ხალხის ძალის წარმომადგენლებს შემდეგი სიტყვებით მიმართვადა: ”რუსებო! არა რუს ჯაშუშებს!”, გურამ მაჭარაშვილმა მას ამერიკის აგენტი უწოდა “არა ამერიკის აგენტებს, ამერიკელ აგენტებს არა!”

მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ მთავრობის წარმომადგენლებს რუსეთის აგენტები უწოდა, მთავრობის წარმომადგენლები გიორგი ვაშაძესა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

კომენტარები