ჩხუბი პარლამენტში

ცოტნე ივანიშვილი: ცუდი სანახავი იყო, შეკითხვას მიჩენს - რა მიზანი ჰქონდა გახარიას პარტიას

ცხადია, ჩემი აზრით, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. ყველას, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად ეწყინებოდა, გული დაწყდებოდა, მეც ძალიან გული დამწყდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ძაან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმათან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციაც, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება.

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც ოპოზიციის მხრიდან - საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული. [...] ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი... თუ გადახედავთ ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც ა.შ. საკმაოდ ხშირია ეს კონფლიქტები პარლამენტში რაც აგრეთვე ძალიან უშნოა.

თქვა ოლიგარქის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის წლიური ანაგრიშის წარდგენის დროს გახარია საქართველოსთვის დეპუტატებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ არჩილ გორდულაძე და ლევან მაჭავარიანი გახარიას დეპუტატ გიგა ფარულავაზე. 

კომენტარები