მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ერევანში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება, დაშავებულია 34 ადამიანი

ერევნის ცენტრში, მთავრობის სასახლესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები ქვეყნის პრემიერმინისტრს ნიკოლა ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

დემონსტრაციის დაწყების მიზეზი გახდა 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დაწყებული "ანტიტერორისტული ოპერაცია". სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კონფლიქტში არ ჩაერეოდა. ფაშინიანის თქმით მთიან ყარაბაღში წამოწყებული სამხედრო მოქმედებებით აზერბაიჯანი მისი ქვეყნის "ომში ჩათრევას ცდილობს".

ვითარება 21:00 საათისთვის დაიძაბა, როდესაც სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ სინათლისა და ბგერითი ყუმბარები გამოიყენეს. 

00:00 საათისთვის სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა:

"დაშავებულია 34 პირი, აქედან 16 პოლიციელი და 18 მომიტინგე. 17 ადამიანმა უკვე მიიღო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა. 17 ადამიანი რჩება დაკვირვების ქვეშ, ერთ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა".

რამდენიმე სომხური მედიის ცნობით დემონსტრანტების ნაწილი ასევე შეიკრიბა რუსეთის საელჩოსთანაც.

კომენტარები