მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მიშელი: აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს

European Union

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოუწოდებს აზერბაიჯანს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

"გამანადგურებელი სიახლეები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს და საშუალება მიეცეს ბაქოსა და ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს შორის დიალოგის წარმოებას". – წერს მიშელი.

სომხურ ფორმირებებთან ბოლო დღეების შეტაკებების ფონზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ანტიტერორისტული" მოქმედებების დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა

აზერბაიჯანი: ყარაბაღში ლოკალური სახის ანტიტერორისტული ზომების მიღება დავიწყეთ

კომენტარები