ევგენი პრიგოჟინი

"დამშვიდობება დახურულ ფორმატში შედგა" – პრიგოჟინი პოროხოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

ევგენი პრიგოჟინი

კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ივნისის აჯანყების შემდეგ პირველი განცხადება გამოაქვეყნა.

"ევგენი ვიქტოროვიჩთან დამშვიდობება დახურულ ფორმატში შედგა. დამშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პოროხოვის სასაფლაოს მონახულება". – ნათქვამია განცხადებაში.

პოროხოვის სასაფლაო სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს.

აქამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვაზე მისვლას არ გეგმავდა.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები