აშშ-უკრაინა

ამინდის გაუარესებამდე უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისთვის 6 კვირა აქვს – მარკ მილი

მარკ მილი
CNN

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის თქმით, უკრაინას ამინდის გაუარესებამდე, რომელიც მის კონტრშეტევას შეაფერხებს, ექვსი კვირა დარჩა

როგორც მარკ მილი აღნიშნავს, ამინდის ცვლილების პარალელურად, წვიმა და ტალახი საბრძოლო უნარიანობაზე გავლენას იქონიებს. 

"ჯერ კიდევ არის დარჩენილი გონივრული დრო, ბრძოლისთვის ხელსაყრელი ამინდი დაახლოებით 30-დან 45 დღემდე შენარჩუნდება". - უთხრა BBC-ს გენერალმა მილიმ.

მილიმ ასევე აღნიშნა, რომ ივნისის დასაწყისიდან კონტრშეტევა "ძალიან სტაბილურ პროგრესით" მიმდინარეობს, თუმცა, "უკრაინელების ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ნაადრევიც კია იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება".

8 სექტემბერს უკრაინული ძალების წინსვლის ტემპის შესახებ საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას საბრძოლო ინიციატივა ჯერ კიდევ აქვს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის განმარტებით, არახელსაყრელი ამინდის მიუხედავად, საომარი მოქმედებები და კონტრშეტევა გაგრძელდება.

2022 წელს პირველი დიდი კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინელებმა რუსული ძალები ხარკოვის რეგიონიდან აღმოსავლეთისკენ გაიყვანეს და 30 სექტემბერს ქალაქი ლიმანი დაიბრუნეს. სამხრეთში უკრაინის კონტრშეტევა შემდგომი ექვსი კვირის განმავლობაშიც, 10 ნოემბერს ხერსონის განთავისუფლებამდე გრძელდებოდა.

კომენტარები