აშშ-უკრაინა

Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამიში, 28 დეკემბერი, 2025 
Getty Images

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას საფრანგეთში გამართული G7-ის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამუშაო სესიას დაესწრება. წყაროების თქმით, ტრამპი ასევე ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს შეხვდება.

მათივე ინფორმაციით, ტრამპი ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავს ეგვიპტის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საფრანგეთისა და ინდოეთის ლიდერებთან.

წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრა დაგეგმილი არ იყო, თუმცა, მათი თქმით, ორი ლიდერი შესაძლოა ერთმანეთს სამიტის კულუარებში შეხვდეს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ტრამპი სამიტზე დაგეგმილ შეხვედრებზე უმეტესად ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.

კომენტარები