უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიიწვა. ამის შესახებ სიბიგამ Facebook-ზე განაცხადა.
"მადლობა გადავუხადე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი პრინციპული პოზიციისთვის. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები უკრაინის გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად. შეხვედრის შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, პირადად მესაუბრა მარკოსთან ჩვენი პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებების შესახებ. ჩემი კოლეგა [რუბიო] უკრაინაში მისთვის ხელსაყრელ დროს მოვიწვიე და მადლობელი ვარ, რომ მან ეს მოსაწვევი მიიღო" - წერს სიბიგა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მოწვევით მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან ტრანსატლანტიკურ შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატოს ყველა მოკავშირე და უკრაინა.
ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში, რომელსაც სომხეთ-აზერბაიჯანი დაესწრნენ, საქართველო არ მიიწვიეს.





